სოციალური პროექტი
1)პროექტის დასახელება:“უარი
ვუთხრათ თმბაქოს“
2)პროექტში მონაწილეობენ: სსიპ ქ. მარნეულის N6 საჯარო
სკოლის მე-9 კლასის
მოსწავლეები.
3)პედაგოგი:ია ჩაჩანიძე
4)პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებს
ვესაუბრე თამბაქოს მავნებლობის შესახებ. ამ თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია.გაუჩნდათ
სურვილი უფრო მეტი გაეგოთ თემის ირგვლივ.მოეძიათ ინფორმაცია თამბაქოს უარყოფით გავლენაზე,გაეგოთ
თუ რა მავნე ზემოქმედებას ახდენს აღნიშნული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობაზე.განსაკუთრებით
დაინტერესდნენ, როგორ შეიძლება თანატოლმა ბავშვებმა აარიდონ თავი თამბაქოზე დამოკიდებულებას? რა შეიძლება
გაკეთდეს ამისთვის?ვის შეიძლება მივმართოდ პრობლემის დაძლევის მიზნით.
პროექტის აქტუალობა იმაში მდგომარეობს,რომ
მიღებული ცოდნის გააქტიურების შემდეგ მოსწავლეებს ეცოდინებათ რა უარყოფით გავლენას
ახდენს თამბაქოს მოხმარება ბავშვებზე,მათ ფიზიკურ განვითარებაზე,ფსიქიკაზე.რა შედეგებამდე
შეიძლება მიიყვანოს ბავშვი თამბაქოს მოხმარებამ.შეეცდებიან აღმოფხვრან ეს მავნე ჩვევა.
5) პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ
ინფორმაციის მოძიება.დაასახელონ რა გავლენა
შეიძლება მოახდინოს თამბაქოს მოხმარებამ მოზარდზე.გაიაზრონ პრობლემა,იმსჯელონ და გამოთქვან
საკუთარი შეხედულებები.
6)ესგ-თან შესაბამისობა:
მოქ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია პიროვნებისა და საზოგადოებისათვის
მნიშვნელობის გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს.
მოქ.IX.6.მოსწავლეს შეუძლია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძირითადი
პრობლემების გადასაჭრელად თანამშრომლობა.
7)
პროექტის სრული აღწერა
|
ამოცანები
|
დრო
|
რესურსები
|
შედეგები
|
1.სამუშაო ჯგუფის ფორმირება
2.ფუნქციების განაწილება
3.კონკრეტული დავალების სრულად შესრულება
4.პრეზენტაცია
|
ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფები,გადანაწილდება ფუნქციები,მიეცემათ
დავალებები.
|
|||
1-ლი და მე-2 ჯგუფი იმუშავებს სლაიდ შოუს მოსამზადებლად.მოიძიებენ
თამბაქოს მავნე ზემოქმედების ამსახველ ფოტო მასალას.უნდა ისაუბრონ და აღწერონ რა
ხდება კონკრეტულ ფოტოზე.
|
ერთი კვირა
|
კომპიუტერი,
პროექტორი,
პროექტორის ეკრანი.,
|
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებლად მუშაობის
უნა-ჩვევები.მოიძიებენ და დამუშავებენ საჭირო მასალას.თვითონ შექმნიან სლაიდ-შოუს.მოიძიებენ
სურათებს.შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის უნარი.
|
|
მე-3 და მე-4 ჯგუფი გააკეთებს კედლის გზეთს,რომელზეც
ასახული იქნება თამბაქოს საწინააღმდეგო ფოტო და თეორიული მასალა.
|
ერთი კვირა
|
ფლიპჩარტი,
თაბახის ფურცლები,ფანქრები,
|
მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარი ძალებით მოძიებულ
ინფორმაციას,თამბაქოს მავნებლობის შესახებ.
|
8.მოსალოდნელი შედეგები:
·
გაიზრდება მოსწავლეა ცოდნის დონე არსებულ საკითხთან
დაკავშირებით.
·
ეცოდინებათ როგორი ქცევები / ემოციები აღენიშნებათ თამბაქოს
მომხმარებელ მოზარდებს.
·
შექმნიან თვალსაჩინო მასალას.
9. მოსწავლეთა ასაკი:13-14 წლის.ამ ასაკში ბავშვები
ხშირად იჩენენ აღნიშნული პროდუქტისადმი ინტერესს.აღენიშნებათ ისეთი ქცევები, როგორიცაა
ტყუილის თქმა,აგრესიული ქცევა,შიში,შფოთვა,ბრაზი.მათ უნდა იცოდნენ,რომ თამბაქოს მოხმარება
არის მავნე ჩვევა,რაც უარყოფითად აისახება მათ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე.უნდა
შეძლონ ამ პრობლემისგან თავის არიდება.
10. მონიტორინგი და შეფასება:
1-ლი შუალედური მონიტორინგი - პირველი
ეტაპის შემდეგ პროექტის ხელმძღბანელის მიერ (კომენტარი)
მე-2 შუალედური მონიტორინგი - მეორე
ეტაპის შემდეგ პროექტის ხელმძღვანელის მიერ(კომენტარი)
მე-3 საბოლოო
შეფასება პროექტის დასრულების შემდეგ პროექტის ხელმძღვანელის მიერ(კომენტარი)
11. მოსწავლეთა ჩართულობა:
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის მიმდინარეობისას.ხალისით აგროვებნენ
თემასთან დაკავშირებულ მასალას.უცვლიდნენ ერთმანეთს აზრს და აფასებდნენ ერთმანეთის
ნამუშევარს.
No comments:
Post a Comment